სასამართლო კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმის განხილვას იწყებს - რა მოლოდინი აქვს მეგი დიასამიძეს

11.11.25 15:52
სასამართლო კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმის განხილვას იწყებს - რა მოლოდინი აქვს მეგი დიასამიძეს

თბილისის საქალაქო სამართლო კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმის განხილვას იწყებს. ბრალდებული 23 წლის მეგი დიასამიძეა - აქტივისტი, რომელსაც 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დღეს პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვები თქვეს.

თავად ახალგაზრდა აქტივისტი ფიქრობს, რომ საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ მკაცრ სასჯელს გამოიყენებს. 

იმის ფონზე, რომ რუსთაველზე გზის გადაკეტვის და პირბადის გამოყენების გამო ადამიანებს აკავებენ და ადმინისტრაციულზეც უშვებენ და ასევე ზურა მენთეშაშვილი, რომელიც 11 დღეა შიმშილობს და დღეს 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება, არაფერი აღარ მიკვირს "ქართული ოცნებისგან". ჩემთვის ეს პრეცედენტი არ იქნება, მაგრამ ზოგადად, შესაძლოა, პრეცედენტი იყოს.

დღევანდელი სხდომა არის არსებითი განხილვის პირველი სხდომა ანუ წინა სასამართლო სხდომები დასრულდა და პროკურატურა ითხოვს თავის სიტყვას. ეს ერთგვარი ტექნიკური ნაწილია, - თქვა მეგი დიასამიძემ პროცესის დაწყებამდე. 

23 წლის მეგი დიასამიძე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.  

მსგავსი სიახლეები