თვითმფრინავის ჩამოვარდნას სავარაუდოდ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - განცხადება

11.11.25 16:44
თვითმფრინავის ჩამოვარდნას სავარაუდოდ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - განცხადება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თურქული სატვირთო ბორტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით პირველ განმარტებას აკეთებს. 

უწყების ცნობით, თვითმფრინავი სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა. 

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დეტალურ ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის.

მსგავსი სიახლეები