ბურჭულაძის შვილი: გდდ-ის მაღალჩინოსნები უნდა გადმოსულიყვნენ ხალხის მხარეს

11.11.25 18:34
ბურჭულაძის შვილი: გდდ-ის მაღალჩინოსნები უნდა გადმოსულიყვნენ ხალხის მხარეს

გდდ-ის მაღალჩინოსნები უნდა გადმოსულიყვნენ ხალხის მხარეს, ეს ინფორმაცია მქონდა მე, საჯარო ინფორმაციიდან, როგორც ყველას, - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის შვილმა, შუქრი ბურჭულაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მას და მის ოჯახს პაატა არაფერს უმხელდა, უბრალოდ აწყნარებდა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

შუქრი ბურჭულაძე იმედოვნებს, რომ სასამართლოზე ყველაფერს ნათელი მოეფინება და მიუხედავად იმის, რომ შესაძლოა, პრესა და ოჯახი პროცესს არ დაასწრონ, ადვოკატები მაინც გამოიტანენ ინფორმაციას, რომელსაც დაკავებულები გააჟღერებენ.

მე სხვა არანირი ინფორმაცია არ მაქვს, მაგას ვამბობ, ჩვენ არანაირ დეტალებში არ გვრევდა პაატა და გვეუბნებოდა ერთ რამეს მხოლოდ, რომ ყველაფერი იქნება კარგად და ასე გვაწყნარებდა ყველას. იყო ინფორმაცია, რომ ისეთი კონსოლიდაცია იყო, რომ ისინი აპირებდნენ ხალხის მხარეს გადმოსვლა და მათთან დადგომას, ეს არის რაც მე ვიცი, თუმცა, ძალიან  მალე, უკვე გვეცოდინება სიმართლე. 

მიუხედავას იმის, რომ ოჯახის წევრებს, პრესას და საზოგადოებას არ შეუშვებენ და მხოლოდ სუს-ის წარმომადგენლები იქნებიან მის პროცესზე 12-კაციან დარბაზში, ადვოკატებისგან მაინც გავიგებთ, თუ იტყვიან სასამართლოზე რამეს, - განაცხადა შუქრი ბურჭულაძემ.

 

მსგავსი სიახლეები