ხალხის ფულის მითვისების საქმე - რას ამტკიცებენ "სფერო ჰოლდინგში" და რას ამბობენ დაზარალებულები

11.11.25 21:09
ხალხის ფულის მითვისების საქმე - რას ამტკიცებენ "სფერო ჰოლდინგში" და რას ამბობენ დაზარალებულები

საქართველოს პროკურატურამ გაასაჯაროვა მასშტაბური თაღლითური სქემა, რომლის შედეგადაც კომპანია „სფერო ინვესტმა“ მოქალაქეებს ბინების დაპირებით დაახლოებით 12 მილიონი ლარი გამოართვა. გამოძიების ინფორმაციით, დაზარალებულთა რაოდენობა და მოტყუებული თანხის ოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, გივი წულეისკირი, ამჟამად დაკავებულია და ბრალის წარდგენას ელოდება, ხოლო კომპანიის დირექტორი გიორგი მურუსიძემ ქვეყნიდან გასვლას მანამდე მოასწრო, ვიდრე მას ბრალს წაუყენებდნენ. პროკურატურა მის მიმართ ძებნის გამოცხადებას აპირებს. მურუსიძე ამჟამად მილანშია და ამტკიცებს, რომ იქ  „კრიზისიდან გამოსვლის გზებზე“ საუბრად წავიდა.

„სფერო ინვესტის“ ხელმძღვანელები მას შემდეგ დააკავეს, რაც საგამოძიებო სიუჟეტი გაავრცელა „შაბათის ეთერმა“. 600-ზე მეტი ოჯახი აცხადებს, რომ მოატყუეს - მათ შორის არიან მძიმე დაავადების მქონე მოქალაქეები, რომლებმაც სამკურნალო დანაზოგებიც დაკარგეს და საბოლოოდ უყურადღებოდ, ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ დარჩნენ.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები