სისხლიანი გარჩევა დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში-დაჭრილია 5 პირი

11.11.25 20:18
სისხლიანი გარჩევა დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში-დაჭრილია 5 პირი

სისხლიანი გარჩევა დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში - სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა , რომელთაგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია. 

მას ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ოკუპირებული რეგიონის ე.წ. შს მინისტრის, რობერტ კიუტის განცხადებით, მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, ინციდენტთან კავშირში მყოფი ყველა პირის დადგენის მიზნით.

Telegram-არხებზე გავრცელებული ცნობებით, სროლა შესაძლოა ე.წ. „კანონიერ ქურდზე,“ რაულ ბარცბაზე თავდასხმის მცდელობა ყოფილიყო. ამავე ცნობებით, დაჭრილია თავად ბარცბაც. ცნობილია, რომ სროლა დაკრძალვის ცერემონიალის დროს მოხდა.

მსგავსი სიახლეები