ე.წ. ჩანგრეული ხიდის საქმე - ლევან კუპატაშვილი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა
ჩანგრეული ხიდის საქმე და ბიუჯეტიდან გაფლანაგული 16 მილიონი - ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკავებული ექს მაღალჩინოსანი ლევან კუპატაშვილი წინასწარ პატიმრობაში გაუშვეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
მანამდე, დაკავებულმა კუპატაშვილმა პროცესზე სიტყვით ისარგებლა და ბრალდებას უსამართლო უწოდა. მიანიშნა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული საქმე პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.
სხდომაზე კუპატაშვილმა თქვა, რომ გამოძიება ორი წელია მიმდინარეობს, ამ საქმეზე მას ჩვენებაც აქვს მიცემული, თუმცა ახლა რატომღაც პროკურატურა მას დამნაშავედ წარმოაჩენს.
კონტრაქტის შესწავლასთან დაკავშირებით სადაო, არასწორ ინტერპეტაციას აკეთებს მხარე. უხეში მანიპულაციაა ფაქტების. მე მინდა მიმალვაზე გავამახვილო ყურადღება.. ეს მოხდა 2023 წელს, მთავარი მე ვიყავი ვინც იჩივლა და არბიტრაჟში მე ვარ მთავარი მოწმე ვინც იმ კომპანიას უჩივის, ვის უნდა გავურიგდე ან ვინ უნდა დავაშინო?! მე ვიყავი დაზარალებული მხარე და რაღაც მიზეზების გამო ახლა პროკურატურა სხვანაირად ფიქრობს, რაც გასაგებია… რამდენჯერაც დამიძახეთ მოვედი დასაკითხად, - თქვა პროცესსზე კუპატაშვილმა.
ლევან კუპატაშვილთან ერთად დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდათ საქმის კიდევ 4 ფიგურანტს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც მოცემულ მომენტშ მიმალვაში არიან.
კუპატაშვილის ადვოკატმა სხდომაზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლება 50 ათასი ლარის სანაცვლოდ მოითხოვა, საუბარი იყო ასევე პასპორტის ჩამორთმევაზეც, თუმცა ეს შუამდგომლობა მოასმართლემ არ დააკმაყოფილა.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის ჩართვაში.