ბურჭულაძის ადვოკატი: ყველა კითხვაზე აუცილებლად მოვისმენთ პასუხს, პაატას არაფერი აქვს დასამალი

11.11.25 21:33
ბურჭულაძის ადვოკატი: ყველა კითხვაზე აუცილებლად მოვისმენთ პასუხს, პაატას არაფერი აქვს დასამალი

პაატა ბურჭულაძის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ყველა კითხვაზე გასცემს პასუხს, რადგან არაფერი აქვს დასამალი, თუმცა, მისი თქმით, ის არ აპირებს, ისეთი ინფორმაციის გამჟღავნებას, რომელიც ხალხს, ან ქვეყანაში მიმდიანრე პროცესებს დააზიანებს.

როგორც „ტვ პირველის“ ეთერში თუთბერიძემ განაცხადა, მისი განცხადებები ფრთხილი იქნება და ყველა იმ ადამიანმა, ვისაც კითხვები აქვს, უნდა წარმოიდგინოს, რომ ბურჭულაძის განცხადებები შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს.

ყველა კითხვაზე აუცილებლად მოვისმენთ პასუხს. პაატა ბურჭულაძეს არცერთი განცდა, ემოცია და განზრახვა არ აქვს დასამალი და ყველა მათგანზე საჯაროდ აქვს ნასაუბრები დაკავებმადე და დაკავების შემდეგაც, როგორც კი ექნება საშუალება ამას აუცილებლად გააგრძელებს. პაატა საუბრობდა იმაზე, რომ პოლიციის თანამშრომლები და სუს-ის თანამშრომლები ქართველ ხალხზე არ აწევდნენ ხელს და ძალას არ გამოიყენებდნენ. თუმცა მანამ, სანამ პაატას ჩვენება, აზრები და მიწოდებული ინფორმაცია შესაძლოა, გამოყენებული იქნეს ისევ თავისუფალი ადამიანების წინააღმდეგ, დააზიანოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და ხელი შეუწყოს რეჟიმის გამყარებას, ცხადია, ამ მიმართულებით ის არ აპირებს, რომ ვინმეს პრობლემა შეუქმნას. ამაში ის კი არ იგულისხმება, რომ ვინმე გდდ-ის თანამშრომელი დაასახელოს, უფრო მეტიც, ბურჭულაძემ რომ თქვას, შოთა თუთბერიძეს დავურეკე წინა დღეს, ველაპარაკე აქციაზე, შესაძლოა, ეს ჩემ წინააღმდეგ ბრალის წარდგენის საფუძველი გახდეს. ამიტომ ძალიან ფრთხილად ვართ. ყველა ადამიანმა, ვისაც ამის მოთხოვნა და სურვილი აქვს, უნდა წარმოიდგინოს სურათი, როცა ბურჭულაძემ რაღაც თქვას და ამის საფუძველზე დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა,- განაცხადა თუთბერიძემ.

თუთბერიძეს არ აქვს მოლოდინი რომ ბურჭულაძის საქმეზე გრიფი მოიხსენება და არც იმას ელოდება, რომ მისთვის კომუნიკაციის შეზღუდვა გაუქმდება.

მისივე თქმით, ის ესაუბრა საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფს მშვიდობიანი აქციის გეგმაზე:

საუბარი მქონდა მშვიდობიანი აქციის ორგანიზატორ, პოლიტიკურ პატიმარ პაატა ბურჭულაძესთან, მისი გეგმა იყო ის, რაც წინასწარ იყო გაცხადებული, ქართველი ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა მომხდარიყო ხელისუფლებსი მშვიდობია ცვლილება და ეს გეგმა დღესაც არსებობს, - განაცხადა თუთბერიძემ.

მისივე თქმით, ბურჭულაძეს საქართველოში ყველაზე მეტი ჯარიმა აქვს, ის არის აქტივისტი და უბრალოდ ხალხი ითხოვდა, რომ გამოსულიყო სცენაზე და სიტყვა ეთქვა.

მსგავსი სიახლეები