ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე სასამართლოს მოლოდინში - აღიარებს თუ არა ბრალს ლევან გამრეკელი?

12.11.25 11:16
ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე სასამართლოს მოლოდინში - აღიარებს თუ არა ბრალს ლევან გამრეკელი?

ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე სასამართლოს მოლოდინში - უცნობია დაკავებული ლევან გამრეკელის პოზიცია, აღიარებს თუ არა ის 5 მილიონის უკანონოდ მითვისებას, რასაც ყოფილ მაღალჩინოსანს გამოძიება ედავება. გამრეკელს ბრალი გუშინ წარედგინა, წესით მისი და მასთან ერთად დაკავებული კიდევ ორი პირის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს. ახლა საინტერესოა რას იტყვის ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე სასამართლოზე. 

დღეს "პირველების" გადამღები ჯგუფი გამრეკელის ოჯახში იმყოფებოდა, თუმცა ოჯახის წევრებმა საუბრისგან თავი შეიკავეს, არ თქვეს, საიდან მოხდა ყოფილი მაღალჩინოსნის აყვანა. 

"ტვ პირველი" იმყოფებოდა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც, თანამშრომლებს ჰკითხა, იცოდნენ თუ არა მოპარაული მილიონების ამბავი, როასაც გამოძება გამრეკელელს ედავება, თუმცა ყოფილ თანაგუნდელზე საუბარი საკრებულოში არავინ ისურვა. 

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი - პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავა.

პროკურატურის ცნობით, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ლევან გამრეკელი, პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად, 2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლნენ შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.

მსგავსი სიახლეები