პარტიამ ,,ხალხისთვის“ ემიგრაციის საკითხებზე ეროვნული გადარჩენის ხედვა წარადგინა

12.11.25 12:47
პარტიამ ,,ხალხისთვის“ ემიგრაციის საკითხებზე ეროვნული გადარჩენის ხედვა წარადგინა

 

 

პარტიამ ,,ხალხისთვის“ ემიგრაციის საკითხებზე ეროვნული გადარჩენის ხედვა წარადგინა. ამის შესახებ ანა დოლიძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში უცხოელების შემოსვლასთან დაკავშირებით რთული ვითარებაა, რომელიც რეგულაციებს საჭიროებს. მისი თქმით, არსებობს საფრთხე, რომ მალე მწვავედ დადგეს საკითხი "თუ ვისია ეს ქვეყანა".

ანა დოლიძემ 6 პუნქტი ჩამოთვალა, რომელიც აღნიშნულ საკითხს დაარეგულირებს. 

ქვეყანაში საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი უცხოელების შემოსვლასთან დაკავშირებით. ვისია ეს ქვეყანა, მალე ძალიან მწვავედ დაგვიდგება საქართველოს მოქალაქეებს. ახალი პროექტები, რომლებიც არ ხმარდება საქართველოს მოქალაქეებს, რომლითაც არ ვისარგებლებთ ქართველი ხალხი და რომლითაც ისარგებლებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც არავითარი ბმა ჩვენს ქვეყანასთან არ აქვს. ამ პროექტებზე აპირებს, დააფუძნოს საკუთარი არსებობა "ქართულმა ოცნებამ", ჩვენმა დე ფაქტო ხელისუფლებამ. 

საქართველოს მოქალაქეების გადინება ჩვენი ქვეყნიდან სერიოზული პრობლემაა. მალე მართლა დადგება კითხვა, ვიქნებით თუ არა საკმარისი საქართველოს მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიაზე. ეს იქნება ფეოდალური საქართველო, სადაც ერთ პატარა ჯგუფს შეუძლია დაიქირავოს უცხო ქვეყნის მოქალაქე ნებისმიერ პირობებზე, გადაუხადოს კაპიკები, ჯანდაცვა, შრომითი უფლებები - არაფერი მისცეს, თუ ეს იქნება თანამედროვე ევროპული სახელმწიფო.

პარტიამ "ხალხისთვის", პირველმა პოლიტიკურმა პარტიამ, შეიმუშავა იმიგრაციის მართვის გეგმა, რომელსაც საქართველოს დაცვის გეგმას ვუწოდებთ. ეს არის 6 შეთავაზება, 6 წინადადება, რითაც უნდა დარეგულირდეს უცხოელების შემოსვლა და ცხოვრება, სამუდამო ცხოვრება საქართველოში. ის ეყრდნობა ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან და თანამედროვე საემიგრაციო სამართლის პრინციპებს.

ყველაზე მთავარი, საიდანაც უნდა დავიწყოთ, ეს არის შესაბამისი საიმიგრაციო კვოტების შემოღება. არ შეიძლება, რომ უცხოელები ქვეყანაში შემოდიოდნენ და სამუშაოდ და საცხოვრებლად რჩებოდნენ საქართველოს ეკონომიკური და მომავლის ინტერესების გათვალისწინების გარეშე. ჩენმა სახელმწიფომ უნდა დაადგინოს, რა სფეროში, რა პროფესიის, რამდენი უცხოეთის მოქალაქე გვჭირდება, რომ აქ დასაქმდეს და შესაბამისად უნდა ჩამოვიდნენ ისინი. ყველა ნორმალ და საერთაშორისო დოკუმენტში, ყველა ევროპულ ქვეყანაში თუ ამერიკაში, სწორედ ეს წესი მოქმედებს.  

მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი: ბინის ყიდვაზე არ შეიძლება, გაიცემოდეს ბინადრობის ნებართვა. უნდა უცხოელს ქვეყანაშ ჩადოს ფული? ჩადოს ფული განვითარებაში, ჩადოს ფული ბიზნესში, დასაქმებაში. ბინის შეძენა ვერავითარი ინვესტიცია ვერ იქნება. შესაბამისად, უნდა გამკაცრდეს კანონმდებლობა და აღარ იქნება იმ პროექტების პრობლემა, რა პროექტების პრობლემაც დადგა დღეს.

მესამე და მნიშვნელოვანი - იმ ბიზნესებზე კონტროლის გამკაცრება, ვინც უნებართვოდ დაასაქმებს უცხოელს. "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, რომ ამაზე ჯარიმა არის მინიმალური და ეს ჯარიმა თან ძალაში წავა 2026 წლის 1 მარტიდან. მეგობებო, 10 ათასი ლარი უნდა იყოს ეს ჯარიმა. დღეს ეს უზერიოზულესი პრობლემაა. საქართველოს მოქალაქეებს სამსახურებიდან ყრიან, ისედაც არ არის სამუშაო ადგილები და ასაქმებენ ადამიანს, რომელიც მიზერულ პირობებზე არის თანახმა და ეს წესი უნდა შეიცვალოს. 

ჩვენი შეთავაზება არის, რომ მივიღოთ და ჩვენ გვპირდებით, რომ მივიღებთ საქართველოს დაცვის აქტს, იმ 6 ზომას, რომლის ამოცანა არის, რომ საქართველოში შესაბამისი ღირსებითა და კეთილდღეობით ვცხოვრობდეთ ჩვენც და ის უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, ვისაც სწორედ ჩვენი სახელმწიფო გადაწყვეტს, - თქვა ანა დოლიძემ. 

 

მსგავსი სიახლეები