მოსკოვის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველს 28-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

12.11.25 14:24
მოსკოვის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველს 28-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

ქართველი მებრძოლს, გურამ ბერუაშვილს, რომელიც უკრაინის მხარეს რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, მოსკოვის სასამართლომ დაუსწრებლად 28 წლით პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას რუსული მედია მოსკოვის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ბრალდების მხარის მოთხოვნით, ბერუაშვილმა 8 წელი საპატიმროში, ხოლო დარჩენილი წლები მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უნდა გაატაროს. 

ოკუპანტი სახელმწიფოს ხელისუფლება 48 წლის ჯარისკაცს 2024 წლის აგვისტოში კურსკში შეჭრას ედავება. 

მსგავსი სიახლეები