"პირველების" ინფორმაციით, სიღნაღში, ავიაკატასტროფის ადგილზე ნაპოვნია შავი ყუთი
"პირველების" ინფორმაციით, სიღნაღში, ავიაკატასტროფის ადგილზე, სადაც თურქული თვითმფრინავი ჩამოვარდა ნაპოვნია შავი ყუთი - საგამოძიებო უწყებამ მთავარი ნივთმტკიცება უკვე დალუქა. ასევე "ტვ პირველისთვის" ცნობილი ხდება, რომ რომ ნაპოვნია მეცხრამეტე ცხედარი, რომელიც სიღანღიდან ექსპერტიზაზე უკვე გაადასვენეს. თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ არის დადასტურებული.
საგამოძიებო მოქმებებში დილიდან ჩართულია ავიცია, თავდაცვის ძალები და პერიმეტრზე მუშაობენ ექსპერტ კრიმინალისტებიც.
- ცნობისთვის, 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ირკვევა, რომ თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა.
ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.