მოსამართლე ნინო ენუქიძემ აფგან სადიგოვი 7 დღით პატიმრობაში გაუშვა

12.11.25 15:44
მოსამართლე ნინო ენუქიძემ აფგან სადიგოვი 7 დღით პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი 7 დღით პატიმრობაში გაუშვა - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ გამოაცხადა.

მას შინაგან საქმეთა სამინისტრო 19, 20, 21 ოქტომბერს გზის გადაკეტვას ედავებოდა. 

აღსანიშნავია, რომ სადიგოვი 14-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში უკვე იმყოფებოდა 18 ოქტომბერს გზის გადაკეტვის საბაბით. მას პატიმრობა 23 ოქტომბერს შეეფარდა. 

გამომდინარე იქიდან, რომ სადიგოვს ამ შემთხვევაში ედავებოდნენ  სამართალდამრღვევად ცნობამდე [23 ოქტომბრამდე] მომხდარ შემთხვევებს, ქმედება სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში არ გადაიზარდა. 
 

მსგავსი სიახლეები