ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილ მოადგილის წინააღმდეგ პროკურატურამ საქმის წარმოება 2 წლის წინ დაიწყო

12.11.25 17:27
ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილ მოადგილის წინააღმდეგ პროკურატურამ საქმის წარმოება 2 წლის წინ დაიწყო

ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილ მოადგილის, ლევან გამრეკელის წინააღმდეგ პროკურატურამ საქმის წარმოება 2 წლის წინ დაიწყო - ამის შესახებ "პირველებს" დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნის გარემოცვა უყვება.

ირკვევა, რომ გამრეკელს ხელბორკილები გუშინ გამოკითხვის შემდეგ, საგამოძიებო უწყებაში დაადეს, სადაც ის მოწმის სტატუსით იყო დაბარებული.

ხაშურის რაიონულ პროკურატურასთან ახლაც დგას გამრეკელის ავტომანქანა, რომელიც დალუქულია.

"პირველბისთვის" ცნობილი ხდება, რომ საქმეში დევს ერთ-ერთი  პირის აღიარებითი ჩვენება, თუმცა ის ლევან გამრეკელის არ არის.

  • საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი - პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავა.

2 წლის წინ აღიძრა ეს საქმე ზუსტად ვიცი, ისიც ვიცი, რომ ნაღიარები აქვს ერთ-ერთს ყველაფრი, მაგრამ რატომღაც ორგანიზატროად ლევანი წარმოაჩინეს თუ აღმოჩნდა არ ვიცი. ალბათ სასამართლო იტყვის, რა და როგრო არის. იმ კომპანიამ, რომელსაც ის მილები ეკუთვნოდა,  იმას აქვს საჩივარი დაწერილი, რომ ამდენი თანხები აქვს დაკარგული და მაგას ედავება პროკურატურა. რამდენს ედავებიან 5 მილიონს? დაითვალონ რამდენი მილიონი აქვს ხალხზე ლევანს გაცემული, იმდენი ქველმოქმედება აქვს გაცემული დაითვალონ", - ამბობს გამრეკელის გარემოცვის წევრი. 

პროკურატურის ცნობით, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ლევან გამრეკელი, პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად, 2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლნენ შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ქურდობა) წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები