არსებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფის ადგილზე ნაპოვნია მეოცე ცხედარი

12.11.25 18:25
არსებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფის ადგილზე ნაპოვნია მეოცე ცხედარი

"პირველების" ინფორმაციით, სიღნაღში, ავიაკატასტროფის ადგილზე ნაპოვნია მეოცე ცხედარი, რომელიც სიღანღიდან ექსპერტიზაზე უკვე გაადასვენეს. თურქული მედიის ცნობით, ბორტზე სულ 20-სამხედრო იმყოფებოდა. 

რამდენიმე საათის წინ იპოვეს შავი ყუთიც, რომელიც საგამოძიებო უწყებამ უკვე დალუქა.

საგამოძიებო მოქმებებში დილიდან ჩართულია ავიცია, თავდაცვის ძალები და პერიმეტრზე მუშაობენ ექსპერტ კრიმინალისტებიც.

  • ცნობისთვის, 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ირკვევა, რომ თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა.

ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები