შიმშილობის მე-17 დღე პარლამენტთან - როგორია მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობა
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები მე-17 დღეა შიმშილობენ.
8 ადამიანი თავს მხნედ გრძნობს. მათი მოთხოვნა უცვლელია, გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და დაინიშნოს ახალი, სამართლიანი არჩევნები.
მოშიმშილეების განცხადებით, ისინი პროტესტის ამ ფორმით რუსთაველის გამზირს აძლიერებენ და ასე გააგრძელებენ სანამ შეუძლიათ.
ამ ადამიანებს თავიანთი შეხედულებების გამო ციხეში სვამენ, იმ ქვეყანაში ცხოვრება არის ყველასთვის საფრთხის მატარებელი, ამიტომ აქცია გრძელდება. მიგვაჩნია, რომ ეს აქცია არის საერთო, ერთიანი, ეროვნული პროტესტის ნაწილი. ჩვენ ამ აქციით ვაძლიერებთ რუსთაველის გამზირს და სახალხო პროტესტს, ამას გავაგრძელებთ სადამდეც შეგვიძლია," - ამბობს გედევან ფოფხაძე.
ერთ-ერთი მოშიმშილე, დარეჯან ცხვიტარია "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს მოუწოდებს გონს მოვიდნენ, თორემ ის დრაკონული კანონები რაც მიიღეს ბუმერანგივით დაუბრუნდებათ.
გუშინ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გადაიყვანეს ციხეში, ამაზე მეტი დამცირება რა უნდა იყოს ადამიანის და საერთოდ საქართველოსი, მესამე პრეზიდენტმა, რომელმაც, თანამედროვე სახელმწიფო შექმნა, წუმპედან და ჭაობიდან ამოათრია. ტვინით სავსე ხალხი ციხეში ზის და ეს ჭინკა, რომ ქვეყანას მართავს და გაღიმებული დადის ბედნიერი როა? - ძალიან დროებითია, ვეტყოდი მას.
ცოტა გონს თუ მოეგებით, თქვენთვის უკეთესი, თუ არა და ის კანონები, ის ვერაგული, დრაკონული კანონები რაც მიიღეთ ბუმერანგივით უკან დაგიბრუნდებათ და ხალხი ამას არ გაპატიებთ," - თქვა დარეჯან ცხვიტარიამ.
ცნობისთვის, შიმშილობის მე-16 დღეს დავით მაჭავარიანი კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა, გუშინ, საყურადღებოდ შეფასდა.