ვიღაცამ ნუდები შეტენა და ეგონათ, მე გავაკეთე - ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი ალაპარაკდა

25.10.21 19:21
ვიღაცამ ნუდები შეტენა და ეგონათ, მე გავაკეთე - ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი ალაპარაკდა

ძალადობა მოზარდზე - ტვ პირველმა ბათუმში მომხდარი შემთხვევის დეტალები გაარკვია.

,,პირველების" ინფორმაციით, დაპირისპირება არასრულწლოვნებს შორის სოციალურ ქსელში დაიწყო. მსხვერპლ გოგონას თანატოლები ინტერნეტში მათი სახელით შიშველი ფოტოების გავრცელებაში ადანაშაულებდნენ. მოზარდებს ეჭვი ჰქონდათ, რომ სხვა არასრულწლოვანის ინტიმური ფოტოები მსხვერპლმა მესამე პირს გაუგზავნა და ამიტომაც მასზე შური იძიეს.

სახლში მომაკითხეს, ჯერ მხოლოდ ეგ ორი მოვიდა, მერე ავტობუსით გავედით, იქ მიმიყვანს, იქ ვირაც ბიჭებს ელოდებოდნენ, მიზეზი არ ვიცი, ვიღაცამ ნუდები შეტენა და ეგონათ, მე გავაკეთე, რადგან მასთან ცუდი ურთიერთობა მქონდა - უყვება ,,ტვ პირველს" ძალადობის მსხვერპლი.

ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ ბათუმში ასეთი ფაქტი პირველი არაა და ჩაგვრამ სისტემური ხასიათი მიიღო, სხვადასხვა სკოლებიდან მიმართვიანობა გაიზარდა და ეს მონაცემები საგანგაშოა.

უმძიმესი კადრები ბათუმიდან  - ირკვევა, რომ მერვე კლასის მოსწავლე რეინჯერების ძველ რესტორანში წაიყვანეს და სასტიკად სცემეს. 

სავარაუდოდ, ასევე არასრულწლოვნები 13 წლამდე გოგოს აგინებენ და ფიზიკურად უსწორდებიან. 

არასრულწლოვნებმა სასტიკი ფაქტი მობილურით გადაიღეს და სოციალურ ქსელ "ტიკ ტოკზე" გაავრცელეს.