ოფიციალურად: ავიაკატასტროფის ადგილზე ნაპოვნია მეოცე ცხედარი

13.11.25 12:47
ოფიციალურად: ავიაკატასტროფის ადგილზე ნაპოვნია მეოცე ცხედარი

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული ბოლო მე-20 პირის ცხედარიც იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ

ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 20 პირი დაიღუპა. 

  • ცნობისთვის, 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ირკვევა, რომ თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა.

ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები