თურქეთი: საქართველოში ჩამოვარდნილი სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე საბრძოლო მასალა არ ყოფილა

13.11.25 14:22
თურქეთი: საქართველოში ჩამოვარდნილი სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე საბრძოლო მასალა არ ყოფილა

თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო საქართველოში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში C-130-ის ჩამოვარდნის შესახებ ახალ დეტალებს ავრცელებს. 

უწყება ამბობს, რომ ბორტზე საბრძოლო მასალა არ იყო. მათივე თქმით, C-130-ის ფრენები სიფრთხილის მიზნით შეჩერდა. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ თვითმფრინავი სრულად გამართული იყო. 

ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 20 პირი დაიღუპა. 

  • ცნობისთვის, 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ირკვევა, რომ თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა.

ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები