ხმაური და დაპირისპირება აფრიკის დასახლებაში - ხალხს სახლები დაუნგრიეს
ხმაური და დაპირისპირება იყო რამდენიმე საათის წინ აფრიკის დასახლებაში - მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა ხალხს სახლები დაუნგრიეს.
იქ, სადაც ადამიანებისთვის ერთადერთი თავშესაფრები იყო აგებული, ბულდოზერებმა რამდენიმე საათის წინ გამოჩნდა და ყველაფერი მიწასთან გაასწორა. რამდენიმე ოჯახი, ღია ცის ქვეშ დარჩა.
ხალხი ამბოობს, რომ ალტერნატიული ფართი არ აქვთ, სადაც ღამის გათენებას შეძლებენ.
ჩემი 27 წლის ორსული შვილის სურათი იყო და იმისიც კი არ შეეხათრათ, ტრაქტორი მიუშვირეს და დაანგრიეს. ცოდვების არ ეშინიათ? აგერ იქ მიწევს ჩემი შვილი, საფლავი მაქვს აქ თორემ, საქართველოში ერთი დღეც არ გავჩერდებოდი, იმიტომ რომ უკვე მძულს აქ ცხოვრება, აქ როგორც ადამიანს არავინ გაფასებს. დამპირდნენ, რომ არ დაგინგრევთო, მაგრამ მოვედი და მიწასთან დამხვდა ყველაფერი გასწორებული", - ამბობს ადგილობრივი.