დაკავებების ახალი სერია და პატიმრობაში გაშვებული პენსიონერები - ვის დაადეს დღე ხელბორკილები?
დაკავებების ახალი სერია თბილისსა და რეგიონებში - 64 წლის ქალი, რომელიც პატიმარი შვილისთვის ზესტაფონის იზოლატორში მედიკამენტების შესაგზავნად დადიოდა 5 დღით პატიმრობაში გაუშვეს. ხელბორკილები სამსახურში დაადეს 72 წლის გურამ ქუხილავას და ავტოსახელოსნოდან პირდაპირ საკანში გადაიყვანეს. პენსიონერებთან ერთად მათავრი სამიზნე ისევ სამოქალაქო აქტივისტები არიან.
3 დღით პატიმრობაში დღეს ნიკა კვიტატიანიც გაუშვეს.პარტია ახლების წევრი სასამართლოში თავის ფეხით მივიდა რმდენიმე წუთში კი ბორკილებდადებული პოლიციელებმა პირდაპირ იზოლატორში გადაიყვანეს.
3 დღეს იზოლატორში გაატარებს კიდევ ერთი პენსიონერი ქალი. რუსიკო კობახიძე -უწყვეტი პროტესტის მონაწილ რეჟიმმა 1 დღიანი პატიმრობით 1 კვირის წინ დასაჯა. იზოლატორიდან გამოსულს დღეს ძველი საქმე ამოუქექეს და ოქტომბრის ეპიზოდისთვის მოსამართლე ჩაგუმავამ 3 დღით საკანში ისევ გამოკეტა.
დეტალები ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.