ხმაური კანიონის ირგვლივ - ბალდის კანიონის მცველები დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2 კვირას აძლევენ
ორი კვირა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ბალდის კანიონის მცველები დაცული ტერიტორიების სააგანტოს ვადას 29 ნოემბრამდე აძლევენ. შემდეგ პროტესტი ახალ მასშტაბზე გადავა. სააგენტოს თავმჯდომარემ აქციის მონაწილეებს დახურულ კარს მიღმა, ტელეკამერების გარეშე შეხვედრა შესთავაზა, თუმცა ეს პირობები კანიონის მცველებისთვის მიუღებელია.
სააგენტოს პირველი სართული დღეს პოლიციით იყო სავსე. ჩხუბი დაცული ტერიტორიების სააგენტოს შენობასთან მას შემდეგ დაიწყო, რაც ბალდის კანიონის მცველებმა სააგენტოს შენობის პირველი სართული სრულად დაიკავეს.
მოსახლეობა იმ ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვს, რომელის მიხედვითაც ბალდის კანიონი 40 წლით კერძო საკუთრებაში გადადის. ადგილობრივები ამბობენ, რომ უკვე 2 წელია კომპანიას მოსახლეობა ტერორში ყავს.
დოკუმენტი რომელიც მათ შორის "ტვ პირველის" შაბათის ეთერმა მოიპოვა, აჩნეს საფუძვლიან ეჭვებს, რომ რუსეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის ყოფილ შეფს ტერიტორია სავარადუდო კორუფციული გარიგების შედგეად გადასცეს. მერკვილაძე სუსის ექს შეფის გრიგოლ ლილუაშვილის ახლო კადრია, იმ დროს კი ლილუაშივლი განსაკუთრებული გავლენებით სარგებლობდა.
დეტალები ნახეთ, ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში.