გახარიას ვეუბნებოდით, რომ დიქტატორი გამოიყენებდა და ბოლოს მაინც დაიჭერდა - ანა წითლიძე

13.11.25 21:17
 გახარიას ვეუბნებოდით, რომ დიქტატორი გამოიყენებდა და ბოლოს მაინც დაიჭერდა - ანა წითლიძე

გახარიას ვეუბნებოდით, რომ დაიჭერდა ივანიშვილი, იმასაც ვეუბნებოდით, რომ დიქტატორი გამოგიყენებს და ბოლოს მაინც იმას იზამს, რაც უნდა, მაგრამ არ დაიჯერა - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის ლიდერმა, ანა წითლიძემ ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

წითლიძე თვლის, რომ გიორგი გახარიამ 20 ივნისთან დაკავშირებით პასუხი უნდა აგოს, თუმცა, მიაჩნია, რომ ეს თავისუფალი სასამართლოს პირობებში უნდა მოხდეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, “ოცნების“ მცდელობა, რომ 20 ივნისის საქმეზე ხელი მხოლოდ გახარიას შეაწმინდოს, მხოლოდ პოლიტიკური მოტივითაა გამოწვეული.

მე ვთვლი, რომ თავისუფალი სასამართლოს პირობებში უნდა აგოს გახარიამ 20 ივნისთან დაკავშირებით პასუხი რა არა რეჟიმის სასამართლოში, სადაც რეჟიმის მთავარი მიზანი, გახარიას წინააღმდეგ, არის მხოლოდ პოლიტიკური. “ქართული ოცნების“ მცდელობა, რომ ბოლომდე ხელი შეაწმინდოს 20 ივნისთან დაკავშირებით გახარიას, არასწორია, რდგან გახარია მაშინ მხოლოდ ერთი პატარა ჭანჭიკი იყო რეჟიმის. ამიტომ, თუ გახარიაა პასუხისმგებელი, ზუსტად ისე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი პრემიერ მინისტრი, ან ყველა ის ადამიანი ვინც “ოცნებაში“  და მთავრობაში იყო, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი. მარტო გახარიაზე შეწმენდა 20 ივნისის არ არის სწორი, რეჟიმის პასუხისმგებლობაა პირველ რიგში. მას შემდეგ გახარია დააწინაურეს, პრემიერი გახადეს და სუპერ-პრემიერს ეძახდნენ. თუ შეცდომა დაუშვა და არავინ იცოდა ბრძანება ვინ გასცა, მაშინ რატომ დააწინაურეს - ეს ერთი და მეორე, ის რომ ძალადობა, თვალების დათხრა არის რეჟიმის მეთოდი ეს შემდეგ ბევრ აქციაზე გამოჩნდა, მათ შორის ნოემბერ-დეკემბერში, როდესაც 500-მდე ნაწამები ადამიანი გვყავს. გახარიას ვეუბნებოდით, რომ დაიჭერდა ივანიშვილი, იმასაც ვეუბნებოდით, რომ შემდეგ, რუსულ სპეცოპერაციაში რომ მიიღო მონაწილეობა, რომ ყველანაირი მცდელობა გარიგების დიქტატორთან დასრულდება იმით, რომ დიქტატორი გამოგიყენებს და ბოლოს მაინც იმას იზამს, რაც უნდა, - განაცხადა ანა წითლიძემ.  

 

მსგავსი სიახლეები