აქციის მონაწილეებმა მსვლელობა გამართეს და კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ
აქციის მონაწილეებმა თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე მსვლელობა გამართეს, შემდეგ კი რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ და პროტესტს პარლამენტთან აგრძელებენ.
ორგანიზატორების თქმით, თბილისის ვიწრო ქუჩებში მსვლელობებით ცდილობენ ყველას გააგებინონ პროტესტის ხმა.
მსვლელობის დასასრულს ორგანიზატორებმა მოქალაქეებს 28 ნოემბერის აქციაში მონაწილეობისაკენ მოუწოდეს.
ამ წუთებში საპროტესტო აქცია პარლამენტთან მიმდინარეობს. ადგილზე პოლიციიიელები იმყოფებიან, რომელბიც მოქალაქეებს გზის სავალ ნაწილზე გადასვლის საშუალებას არ აძლევენ.