მუქარისა და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ - შსს

14.11.25 10:24
მუქარისა და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ - შსს

მუქარისა და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.  

უწყების ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის ოქტომბერში ფსიქოლოგიური ძალადობა განახორციელა 2000 წელს დაბადებულ მ.კ.-ზე, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი.

ნ.ი.-მ ორდერის პირობები კვლავ დაარღვია და დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რის შემდეგაც პოლიციამ იგი ბრალდებულის სტატუსით აიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, მუქარისა და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული ნ.ი. დააკავეს.

დანაშაულები 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში ფსიქოლოგიურად იძალადა 2000 წელს დაბადებულ მ.კ.-ზე, რის გამოც მის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი. 

ნ.ი.-მ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ.კ.-ს, რის გამოც პოლიციამ ნ.ი. ბრალდებულის სახით დააკავა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 381-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები