Freedom House: საქართველოში ინტერნეტის თავისუფლება გაუარესდა
საქართველოში ინტერნეტის თავისუფლების ხარისხი გაუარესებულია - ამის შესახებ Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებულ უახლეს ანგარიშშია ნათქვამი. ერთი წლის განმავლობაში საქართველოსთვის მინიჭებული 100-დან 74 ქულა, კიდევ ოთხით შემცირდა და ახლა 70-ს შეადგენს. Freedom House მიზეზად "ქართული ოცნების" რეპრესიულ პოლიტიკას ასახელებს.
ანგარიშში ვკითხულობთ რომ სწორედ ივანიშვილის პარტიამ აამოქმედა შემზღუდავი ზომები თავისუფალი მედიების წინააღმდეგ. „ონლაინ მედიების წარმომადგენლები იღებენ მუქარებს, არის ფიზიკური თავდასხმის შემთხვევებიც" - ვკითხულობთ ანგარიშში.
Freedom House-ის შეფასებით, დღეს საქართველოში ოლიგარქიული გავლენებია მოძლიერებული და პოლიტიკოსებბი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საწინააღმდეგო მოსაზრებების გამო ისჯებიან.
„თავისუფალი ქვეყნების ჯგუფში საქართველომ ყველაზე დიდი კლება განიცადა, რადგან მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიული ზომები მიიღო. გერმანიის ხელისუფლებამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო იმ ადამიანების მიმართ, ვინც პოლიტიკოსებს აკრიტიკებდა, ხოლო ულტრამემარჯვენე აქტორების მხრიდან მუქარამ კიდევ უფრო წაახალისა ონლაინ თვითცენზურა. შეერთებულ შტატებში სამოქალაქო სივრცეზე მზარდი შეზღუდვები საფრთხეს უქმნიდა ციფრული აქტივიზმის ჩახშობას, რაც გამოიხატა არაძალადობრივი ონლაინ გამოხატვისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაკავებით“, — ნათქვამია ანგარიშში.