საგამოძიებო: ამოღებულია 690 000 ლარზე მეტის 150 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - დაკავებულია ერთი პირი

14.11.25 10:43
საგამოძიებო: ამოღებულია 690 000 ლარზე მეტის 150 000 კოლოფი უაქციზო  სიგარეტი - დაკავებულია ერთი პირი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიების შედეგად ამოღებულია 150 000 კოლოფი „FARGO“-სა და „MILANO“-ს დასახელების სიგარეტი, რომლის საერთო ღირებულება 690 000 ლარს აღემატება.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე. 

საგამოძიებო სამსახური განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათზე სამართლებრივი რეაგირების უზრუნველსაყოფად.

მსგავსი სიახლეები