შიმშილობის მე-18 დღე პარლამენტთან - მოშიმშილეები პროტესტის შეწყვეტას არ გეგმავენ

14.11.25 12:49
შიმშილობის მე-18 დღე პარლამენტთან - მოშიმშილეები პროტესტის შეწყვეტას არ გეგმავენ

შიმშილობის მე-18 დღე საქართველოს პარლამენტთან - ახალი არჩევნების ჩატარების და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით წინააღმდეგობა და პროტესტი გრძელდება.  

მიუხედავად იმისა, რომ მოშიმშილეების მდგომარეობა დღითიდღე უფრო საყურადღებო ხდება, ჯანდაცვის სამინისტროს აქციის მონაწილეებისთვის სასწრაფო დახმარების ბრიგადა ამ დრომდე არ გამოუყვია.

მოშიმშილეები ამბობენ, რომ პროტესტს განაგრძობენ იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

მე-18 დღეა ეს საპროტესტო აქცია გრძელდება. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ ვხედავთ, ქვეყანაში რა რეპრესიული სისტემაც ამუშავდა. მიგვაჩნია, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი, სამართლიანი არჩევნები არის გამოსავალი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან. ამიტომ, მგონია, რომ რუსთაველის გამზირის ერთიანი პროტესტი და ჩვენი მეგობრების სურვილი ქართველი ხალხის ინტერესები დაიცვან ბოლომდე და საქართველო არ გახდეს რუსეთის დიქტატორული რეჟიმის მსხვერპლი, საბოლოო ჯამში, შედეგს მოიტანს, - ამბობს გედევან ფოფხაძე. 

 

 

მსგავსი სიახლეები