ხმაური ქუთაისის სასამართლოსთან - მზია ამაღლობელის კოლეგებს და მეგობრებს სააპელაციოს ეზოში არ უშვებენ

14.11.25 14:39
ხმაური ქუთაისის სასამართლოსთან - მზია ამაღლობელის კოლეგებს და მეგობრებს სააპელაციოს ეზოში არ უშვებენ

ქუთაისში მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივრის განხილვა გრძელდება.

სააპელაციო სასამართლოს ეზოს კარი ჩაკეტილი აქვთ მანდატურებს - შენობასა და ეზოში არ უშვებენ მათ, ვინც მზია ამაღლობელის სხდომაზე დასასწრებად ქუთაისში ჩავიდა.

სასამართლოში იმყოფება მზია ამაღლობელიც, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა რუსთავის ციხიდან ჩაიყვანა.

“თავისუფლება მზიას!” “ცეცხლი ოლიგარქიას!” - ისმის სასამართლოს შესასვლელთან.

დღეს დასკვნით სიტყვას იტყვიან პროკურორები თორნიკე გოგეშვილი და შოთა ჩხაიძე. ისინი მოითხოვენ პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ჟურნალისტისთვის ბათუმში მისჯილი 2-წლიანი პატიმრობის ვადა გაიზარდოს და ბრალდება დამძიმდეს. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მომზადებულია “რადიო თავისუფლების“ მიხედვით.

მსგავსი სიახლეები