რა დაადასტურა სასამართლო პროცესზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ

14.11.25 15:20
რა დაადასტურა სასამართლო პროცესზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ

“ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, დავით გამრეკელი ადასტურებს, რომ ბუნებრივი აირის მილები ნამდვილად ამოღო, თუმცა ამტკიცებს, რომ არ იცოდა ვის ეკუთვნოდა მიწები, რომელსაც თხრიდნენ.

გამრეკელის თქმით, მან აღნიშნული მილები სახელმწიფოსგან 2008 წელს შეიძინა და მხოლოდ 2022 წელს გაიგო, რომ მილები სახელმწიფოს კუთვნილი იყო. 

დღევანდელ პროცესზე გაირკვა, რომ საქმე ჯამში 25 კილომეტრი სიგრძის მილებს ეხება, რომელიც სავარადუდ, გაყიდეს. ზარალი ხუთ მილიონს აჭარბებს.

გამრეკელი და მასთან ერთად დაკავებული 2 პირი მზადყფონას გამოთქვამდა, რომ აანაზღაურებდნენ სრულად იმ ზიანს, რაც სახელმწიფოს მიადგა. 

ადვოკატი გამრეკელისთვი 800 ათას ლარიან, ხოლო დანარჩენი ორისთვის 100-100 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

მოსამართლე გერმანე დადეშქელიანის თქმით, საქმეში დევს ფარული მოსმენები, რის შედეგადაც დგინდება, რომ სახეზე არის მოწმეებზე ზემოქმედება.

საქმეში არსებობს არაერთი მტკიცებულება, საკმაოდ მოცულობითია საქმე, მათ შორის არის არაერთი მოწმის ჩვენება, საგამოძიებო მოქმედების ოქმები, მათ შორის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, რომლებიც ერთობლიობაში დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით მიუთითებს, რომ აღნიშნულმა პირებმა ჩაიდინეს მათ მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება. ინტენსიურ რეჟიმში ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები, გამოძიება გრძელდება,- განაცხადა საქმის პროკურორმა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ხაშურის საკრებულის თავმჯდომრის ყოფილი მოადგილე პატიმრობაში დარჩა.

მისი ადვოკატის თქმით, სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

დაველოდოთ გამოძიებას, შემდე სხდომაზე კიდევ ბევრი რამე გაირკვევა, სავარაუდოდ გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას. როდესაც მან მილები შეიძინა მაშინ არ იყო ეს ხაზოვანი ნაგებობა დარეგისტრირებული, შესაძლებელია, რომ მოხდა არევა. 2010 წელს, როცა ხაზოვანი ნაგებობა დარეგისტრირდა, 2 ხაზოვანი ნაგებობის დამთხვევა მოხდა, აქედან გამომდინარეა ეს გაუგებრობა და ამიტომაც აცხადებს, რომ თუ ზიანია მიყენებული, მზადაა აანაზღაუროს, - აცხადებს ადვოკატი.

ამასთან, ირკვევა რომ სამი დაკავებულებიდან ერთ-ერთი  წარსულში “ბრითიშ პეტროლიუმის“ მილების ქურდობისთვის არის ნასამართლევი. ასევე ნასამართლევია თავად გამრეკელი, კრედიტის უკანონოდ მიღების ბრალდებით.

ცოტა ხნის წინ, სასამართლომ ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს და მასთან ერთად დაკავებულ 2 პირს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

პროკურატურის ცნობით, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ლევან გამრეკელი, პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად, 2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლნენ შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ქურდობა) წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები