“სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ - ქართველი გამომცემლები და მწერლები დამოუკიდებელი მედიებისთვის ერთიანდებიან

14.11.25 17:40
“სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ - ქართველი გამომცემლები და მწერლები დამოუკიდებელი მედიებისთვის ერთიანდებიან

“სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ - ქართველი გამომცემლები და მწერლები დამოუკიდებელი მედიებისთვის ერთიანდებიან.

დილიდან თბილისის წიგნის დღეებზე ხალხმრავლობაა.  ქართველი ხელოვანები ამბობენ, რომ თუ ამ ქვეყანაში კრიტიკული მედია არ იარსებებს, მაშინ ცხოვრება საბჭოთა კავშირს დაემსგავსებაა.

ღონისძიების ორგანიზატორებსს აქვთ გეგმაც. დღეს გაყიდული წიგნებიდან შემოსული თანხა ონალინ მედიების დასახმარებლად გადაირიცხება, რადგან მათი თქმით, რეპრესიული კანონების პირობებში თავისუფლად შეძლონ მუშაობა.

მიგვაჩნია, რომ ის საქმე რასაც სინათლე მედია, ანუ დამოუკიდებელი მედია აკეთებს საქართველოში, უმნიშვნელოვანესია. კრიტიკული მედიის არსებობა ქვეყანაში განაპირობებს კრიტიკული აზრი არსებობას. მიმაჩნია, რომ ყველა ის გამომცემლობა, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ კულტურულ საქმეს აკეთებს ქვეყანაში და ემსახურება საგანმანათლებლო პროცესს, წიგნიერებას ზოგადად, უნდა ვიყოთ ერთმანეთის გვერდით და მხარდამხარ, - ამბობს აქციის ორგანიზატორი.

გამომცემლობა ინტელექტი და ფაქტობრივად, მთელი საგმომცემლო სფერო უერთდება დამოუკიდებელი მედიების მხარდაჭერის კამპანიას, რადგანაც დამოუკიდებელი მედიები ერთის მხრივ ჩვენ გვაწვდიან ნამდვილ ინფორმაციებს, ეს კი არის ბრძოლის ერთ-ერთი საშუალება პროპაგანდის წინააღმდეგ, და მეორე, ისინი იცავენ დაჩაგრულ სისტემისგან მიზანში ამოღებულ ადამიანებს, - ამბობს ზვიად კვარაცხელია.

მედიის წარმომადგენლების გამომცემლების მხარდაჭერას მნიშვნელოვნად აფასებენ და ამბობენ, რომ ეს მორალურადაც და ფინანსურადაც ძალიან დაეხმარებათ.

ჩემთვის, როგორც ერთი ჟურნალისტისთვის, ძალიან მნიშვენლოვანია  გამომცემლობების მხარდაჭერა, არამხოლოდ ფინანსურ, არამედ მორალურ ნაწილში, რადგან მნიშვნელოვანია იცოდე, ვინ არის შენი თანამებრძოლი, ვისთან ერთად იბრძვი თავისუფალი სიტყვისთვის და როცა თავისუფალი გამომცემლობები არიან შენს გვერდით, კიდევ უფრო მეტი მორალური უპირატესობა მოაქვს, რაც ისედაც აქვს დამოუკიდებელ მედია, - განაცხადა ხატია ღოღობერიძემ.

მსგავსი სიახლეები