"ოცნება“ მძღოლებისთვის ჯარიმებს აორმაგებს - რას ფიქრობს მოსახლეობა?

14.11.25 20:09
"ოცნება“ მძღოლებისთვის ჯარიმებს აორმაგებს - რას ფიქრობს მოსახლეობა?

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც საგზაო წესების დარღვევისთვის მოქმედ ჯარიმებს მნიშვნელოვნად ზრდის. ცვლილებების მიხედვით, მძღოლებს უფრო მაღალი თანხის გადახდა მოუწევთ როგორც სიჩქარის გადაჭარბებისთვის, ისე ტროტუარზე გაჩერებისთვის, დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის და სხვადასხვა მანევრის არასწორად შესრულებისთვის.

მანევრირების წესის დარღვევა: 50 ლარიდან 100 ლარამდე, მძღოლს აკლდება 20 ქულა

40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის გადაჭარბება: ჯარიმა 100 ლარი

უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა: 50 ლარი + 10 ქულის დაკლება

ტელეფონით საუბარი სავალი ნაწილზე: 30 ლარიდან 50 ლარამდე

ადგომა-გაჩერების წესის დარღვევა: 50 ლარი

ბასლაინში საპირისპიროდ მოძრაობა: 200 ლარი

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო წლებში ჯარიმების რამდენჯერმე გაზრდამ საგზაო შემთხვევების რაოდენობა არ შეამცირა. პირიქით - თბილისში ყველაზე მეტი დარღვევა და მძიმე ავარიები ფიქსირდება.

მძღოლთა ქცევის შეცვლის ნაცვლად, ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება სანქციების მატებით ბიუჯეტის შევსების დამატებით წყაროს ქმნის, მაშინ როცა რეალური პრევენცია - ინფრასტრუქტურა, განათლება და კონტროლი კვლავ მოუგვარებელია.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედშვილის რეპორტაჟში.

 

მსგავსი სიახლეები