ციხიდან აქციაზე - საპატიმროდან დღეს გათავისუფლებული ომარ ოკრიბელაშვილი ისევ ბრძოლას აანონსებს
20 წლის ომარი, რომელიც რუსული ჯანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავების შემდეგ 1 წელი და 6 თვე უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა, დღეს თავისუფლების პირველ წუთებს ოჯახთან - მშობლებთან და დასთან ერთად აღნიშნავს.
ოკრიბელაშვილს საკუთარი და ამ ხნის განმავლობაში თვალით ერთხელაც არ ჰყავდა ნანახი - გოგონა ვერ ესწრებოდა სასამართლო პროცესებს, რადგან ბორკილებდადებული ძმის ნახვა მისთვის აუტანელი იყო.
ომარი შსს-მ გასული წლის პროტესტის დროს დააკავა. მას ბრალად სდებდნენ 400-ლარიანი დროებითი კონსტრუქციის დაზიანებას და ითხოვდნენ, რომ 20 წლის აქტივისტი 6 წლით ჩაეკეტათ ციხეში.
ოჯახი სამართალს 1 წლის განმავლობაში ქუჩა-ქუჩა ეძებდა და ბოლოს იძულებული გახდა, საპროცესო გარიგებაზე დათანხმებულიყო, რათა შვილი გამოეყვანათ ციხიდან.
საპყრობილიდან გამოსვლიდან სულ რამდენიმე წუთში ომარმა თქვა, რომ კვლავ მზად არის ბრძოლისთვის - თავისუფლებისთვის, თანატოლების მომავლისთვის და ქვეყნისთვის. მისი თქმით, ის ისევ დაუბრუნდება პროტესტის შუაგულს, სადაც მისი ადგილი იყო და ისევ იქნება.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.