"ტერორს არ შევეგუებით!" - დედაქალაქის მთავარი გამზირი ისევ პროტესტის ეპიცენტრია
"ოცნება" ევროპული მომავლის მცველებს ვერ აჩერებს. პროტესტის 352 დღესაც მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე დგანან. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც, რომლებიც აკონტროლებენ, ხალხი საატომობილო გზაზე არ გადავიდეს.
პროტესტის ეპიცენტრში არიან ადამიანებიც, რომლებმაც გზის გადაკეტვის გამო ადმინისტრაციული სასჯელი ერთხელ უკვე მოიხადეს.
"ჭკვიანად მოიქეციო", - მე მეუბნებიან, 76 წლის კაცს. სახლში უნდა დავჯდე ამათი შიშით? თვითონ მაძლევდნენ შესაძლებლობას, გზა რომ გადაგვეკეტა. ახლა არ აწყობთ და ამიტომ იჭერენ და იჭერენ ხალხს. უსამართლო სასამართლო ასეთი, არასდროს მსმენია, მხედიონის დოსაც არ იყო, - ამბობს მიხეილ ქურხული.
მხატვარი გია ბუღაძე ამბობს, რომ პროტესტს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, "ოცნება" ვერ ჩაახშობს.
ხალხი არ შეეგუება ამათ ჯარიმებს, ამათ ტერორს, დაპატიმრებას. სწორედ ეს კრეატიული დამოკიდებულება, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ახასიათებს, აკეთებს იმას, რაც ხდება. ის მოძრაობა, ვთქვათ, აქტიურობა ქუჩებში. ხალხი იკრიბება სპეციალურად, რომ ამ აქციებს შეუერთდეს. ვერ შეაჩერებენ პროტესტს, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს, - ამბობს გია ბუღაძე.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის ჩართვაში.