საია: არჩევნები ჩატარდა ღრმა პოლიტიკური კრიზისის პირობებში
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" (საია) 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდის ანალიტიკური მიმოხილვის ანგარიში გამოაქვეყნა.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდის დაკვირვებით, არჩევნები ჩატარდა ღრმა პოლიტიკური კრიზისისა და არასაკმარისი დებატების პირობებში, რასაც თან ახლდა ოპოზიციური პარტიების ნაწილის ბოიკოტი და მოსახლეობისადმი მოწოდება — არ მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში.
ამასთან, საია აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია 31 წლიანი არსებობის განმავლობაში პირველად, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ტრადიციული სადამკვირვებლო მისიით ვერ დააკვირდა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საიას) არსებობის 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში, პირველად, სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე განხორციელებული სისტემური ზეწოლისა და შემზღუდველი კანონმდებლობის კონტექსტში, საია არჩევნებს ტრადიციული სადამკვირვებლო მისიით ვერ დააკვირდა," - წერია ანგარიშში.
სრული ანგარიში იხილეთ აქ: admin.gyla.ge