აქციის მონაწილეები მსვლელობით რუსთაველის მეტროს მიმართულებით გადაადგილდებიან
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა მსვლელობა დაიწყეს. აქციის მონაწილეები რუსთაველის მეტროს მიმართულებით გადაადგილდებიან.
სამოქალაქო აქტივისტების თქმით, ქართველი ხალხი არ გაჩერდება და საპროტესტო მუხტი ყოველდღიურად უფრო და უფრო გაიზრდება.
ყოველდღე მუხტი უფრო და უფრო დიდი ხდება და უფრო და უფრო ძლიერი ხდება, ამიტომაც რამდენადაც უფრო ძლიერად და სასტიკად ცდილობენ ჩვენ პასუხს, უფრო მოტივირებულები და ახალი ძალებით გამოვდივართ. 352 დღეა ქართველი ხალხი არ ჩერდება და არ გაჩერდება არც მომავალში," - ამბობს დავით მშვენიერაძე.