"ჟიზნ ვარამ" - GAMA-ს მებრძოლი, ნიკოლოზ "CRAZY" ბოკელავაძე იარაღს ისვრის (ვიდეო)
GAMA-ს მებრძოლი, ნიკოლოზ "CRAZY" ბოკელავაძე იარაღს ისვრის - ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ვიდეოში ჩანს, რომ ბოკელავაძე "ჟიზნ ვარამ" სიმღერის დროს, მაგიდიდან დგება და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ისვრის.
- ცნობისთვის, ბოკელავაძის ძმა, თეიმურაზ ბოკელავაძე 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს პარტია მამული, ენა სარწმუნოებიდან თბილისის მერობის კანდიდატი იყო.