შსს: 2 წლამდე ბავშვზე ფიზიკურად იძალადა - დაკავებულია ძიძა
სამართალდამცველებმა 2 წლამდე ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ძიძა დააკავეს -
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, დაკავებულია 1962 წელს დაბადებული ნ.კ.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, რომელიც თბილისში ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, 2024 წელს დაბადებულ მცირეწლოვანზე ფიზიკურად იძალადა. ფაქტის ამსახველი კადრები მცირეწლოვნის ოჯახში დამონტაჟებულმა ვიდეოკამერამ დააფიქსირა. სამართალდამცველებმა მყისიერი რეაგირების შედეგად, ნ.კ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.