ექსკლუზიური ინტერვიუ პატიმრობიდან გათავისუფლებულ "თაღლით რომეოსთან"

15.11.25 11:11
ექსკლუზიური ინტერვიუ პატიმრობიდან გათავისუფლებულ "თაღლით რომეოსთან"

ექსკლუზიური ინტერვიუ ნეტფლიქსის სერიალ "ტინდერის თაღლითის" გმირთან - საიმონ ლევიევი, მეტსახელად "თაღლითუი როეო"  თავისუფალია. მან ქუთაისის ციხე რამდენიმე საათის წინ დატოვა.

კაცი რომლის შესახებაც ნეტფლიქსმა დოკუმენტური სერიალიც კი გადაიღო ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა.  

ლევიევი "პირველებთან" ამბობს, რომ შოკირებული იყო დაკავებით და ირწმუნება, რომ ყველაფერი, რასაც მასზე სერიალში ამბობენ, გაზვიადებულია.

მე არაფერში ვარ დამნაშავე. დამნაშავე რომ ვყოფილიყავი, 10 კვირის შემდეგ არ გამათავისუფლებდნენ - ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.
როდესაც დამაკავეს, ბუნებრივია, შოკირებული ვიყავი, რადგან ბოლო რამდენიმე წელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ვმოგზაურობდი და არასოდეს მქონია რაიმე პრობლემა. მხოლოდ საქართველოში ჩამოსვლისას მოხდა მსგავსი რამ, ამიტომ მართლა არ ვიცოდი, რა ხდებოდა ჩემს თავს.

ღმერთის წყალობით და ჩემი ადვოკატების დახმარებით, შევძელით სწრაფად და მარტივად მეპოვა გამოსავალი ამ პრობლემიდან. 
კი, არსებობს ფილმი ჩემზე და დიახ, მე უარვყოფ ყველაფერს. ამ მიმართულებით არასდროს მივსულვარ დაკითხვაზე, არასდროს ვყოფილვარ გამოძიების ობიექტი არცერთი სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან. ყველაფერი ძალიან გაზვიადებულია", - აცხადებს "პირველებთან" ლევიევი. 

ციხიდან გათავისუფლებული ლევიევი საქართველოში ორშაბათამდე დარჩება, ამბობს, რომ დანარჩენს მერე გადაწყვეტს.

ნეტფლიქსის სერიალის გმირი პატიმრობის მიუხედავად, საქართველოს მადლობას უხდის სტუმართმოყვარეობისთვის, იმედოვნებს, რომ სხვა სახის სტუმართმოყვარეობასაც ნახავს.

ორშაბათამდე ნამდვილად დავრჩები საქართველოში. დანარჩენს მერე გადავწყვეტ. ჩემი აქ ჩამოსვლის მიზანი საქმიანი იყო, ინვესტიციების განხორციელებას ვაპირებდი. ვნახოთ, რა იქნება და რას მოვიფიქრებ, ჯერ ბუნდოვანია. 

ეს პერიოდი ნამდვილად ძალიან რთული და სტრესული იყო. პატიმრობა იყო დიდი გამოწვევა ჩემთვის.  მაგრამ ხალხი კეთილი და სამართლიანია, ამიტომ მინდა გითხრათ — საქართველო, მადლობა სტუმართმოყვარეობისთვის. ახლა ვიმედოვნებ, სხვა სახის სტუმართმოყვარეობასაც ვნახავ.
ამ ეტაპზე, ჩემთვის მთავარი ის არის, რომ თავისუფალი ადამიანი ვარ და არანაირი პრობლემა არ მაქვს მსოფლიოში არც ერთ ქვეყანაში", - ამბობს ლევიევი. 

თაღლითობაში მხილებული ლევიევი, პატიმრობაში გერმანული მხარის მოთხოვნით იყო, ის წითელი ცირკულარით იძებნებოდა, მაგრამ როგორც მისი ქართველი ადვოკატი ამბობს, ეს საქმე დასრულდა.

ლევიევმა ციხე  ყოველგვარი დათქმების და გირაოს გარეშე დატოვა. მას  მანიპულაციებსა და ძალადობაში ბერლინელი ქალი ამხელს, ის ამტკიცებდა რომ ლევიევი  ტინდერის მეშვეობით გაეცნო, თავს ბრილიანტების მაგნატის  მემკვიდრედ ასაღებდა და ფულს ძალავდა. 

მსგავსი სიახლეები