"გზაგასაყარზე ვართ, ან უნდა გადავრჩეთ ან უნდა დავიღუპოთ, ვიბრძოლებთ ბოლომდე" - შიმშილობის მე-19 დღე რუსთაველზე

15.11.25 12:03
"გზაგასაყარზე ვართ, ან უნდა გადავრჩეთ ან უნდა დავიღუპოთ, ვიბრძოლებთ ბოლომდე" - შიმშილობის მე-19 დღე რუსთაველზე

რვა მოშიმშილე და რვა კარავი რუსთაველის გამზირზე - დღეს  პროტესტის უკიდურესი ფორმის დაწყებიდან მე-19 დღე შესრულდა. 

ახალი არჩევნების ჩატარების და სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ხალხმა კიდევ ერთი ღამე გაათენა ქუჩაში. 

არ შევჩერდებით! - აცხადებენ პარლამენტთან მოშიმშილეები. 

როგორც მოშიმშილეს შეეფერება მხნედ ვართ... არ ვაპირებთ შეჩერებას, ჩვენი მოთხოვნები იგივე რჩება. დღეს გზაგასაყარზე ვართ, ან უნდა გადავრჩეთ ან უნდა დავიღუპოთ, დაღუპვას ბრძოლსი გაგრძელება ჯობია და მე ვფიქრობ, რომ ამ ბრძოლას აუცილებლად ექენაბ შედეგი" - ამბობს დარეჯან ხუნწარია. 

მსგავსი სიახლეები