"ქურდული სიმღერების" ფონზე იარაღიდან სროლა - შსს-მ GAMA-ს მებრძოლის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

15.11.25 14:00
"ქურდული სიმღერების" ფონზე იარაღიდან სროლა - შსს-მ GAMA-ს მებრძოლის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ე.წ. ქურდული სიმღერების ფონზე იარაღიდან სროლა - შსს-მ GAMA-ს მებრძოლის,  ნიკოლოზ Crazy ბოკელავაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო 

გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს. 

გუშინ ღამით სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო  , სადაც ჩანს, რომ ბოკელავაძე "ჟიზნ ვარამ" სიმღერის დროს, მაგიდიდან დგება და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ისვრის.

  • ცნობისთვის, ბოკელავაძის ძმა, თეიმურაზ ბოკელავაძე 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს პარტია მამული, ენა სარწმუნოებიდან თბილისის მერობის კანდიდატი იყო.

მსგავსი სიახლეები