ძიძა ბოდიშს იხდის - "პირველების" ინფორმაციით, საქმეში დევს კადრები, სადაც ქალი ბავშვს ჯერ პულტს, შემდეგ კი სახეში ხელს ურტყამს
მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ 2 წლამდე ბავშვის ძალადობაში ბრალდებულ ძიძას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. "პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ ქალმა განსასჯელის სკამიდან სასამართლო დარბაზში დუმილი დაარღვია და მცირეწლოვანის მშობლებს ბოდიში მოუხადა.
"ტვ პირველის" ინფორმაციით, საქმეში დევს უმძიმესი კადრები, სადაც ჩანს, რომ ძიძა ბავშვს სასტიკად უსწორდება - ძალადობის ორ ეპიზოდს აქვს ადგილი, თავდაპირველად ქალი წლის და 6 თვის ბავშვს პულტს ურტყამს თავში, მეორე შემთხვევაში კი სახეში ურტყამს.
- შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 ნოემბერს, თბილისში ძიძამ 1 წლის და 6 თვის მცირეწლოვანზე ფიზიკურად იძალადა.
დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.