საქართველო ცოცხალი ღორების 100%-ს რუსეთიდან ყიდულობს

15.11.25 17:32
საქართველო ცოცხალი ღორების 100%-ს რუსეთიდან ყიდულობს

საქართველო ცოცხალი ღორების 100%-ს რუსეთიდან ყიდულობს - ამის შესახებ bpn სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება. 

bpn საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ ცოცხალი ღორების იმპორტი 24%-ით გაიზარდა - უფრო კონკრეტულად, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში იმპორტირებულია 22.961 მლნ აშშ დოლარის 14 894 ტონა ცოცხალი ღორი, შარშან იმავე პერიოდში კი 28.577 მლნ აშშ დოლარის 15 348 ტონა.

რაც შეეხება ფასს, წელს 1 კგ-ის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 1.86 დოლარი იყო, წინა წლის იმავე პერიოდში კი 1.54 დოლარი. მონაცემების თანახმად, საქართველოს ცოცხალი ღორების იმპორტი წლიურად 21%-ით გაუძვირდა.

 

მსგავსი სიახლეები