მესაფლავეს, რომელიც საფლავებს ჩუმად ყიდდა, ბრალი წარედგინა - კაცს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება
მესაფლავეს, რომელიც საფლავებს ჩუმად ყიდდა, ბრალი წარედგინა - პროკურატურა თბილისის მერიის შპს „ჰერმესის“ მუხათგვერდის საქალაქო სასაფლაოს სპეციალისტის მიმართ პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
საქართველოს პროკურატურის ცნობით, მესაფლავეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ჰერმესის“ სერვისების მართვის და სტრატეგიული განვითარების განყოფილების მუხათგვერდის საქალაქო სასაფლაოს სპეციალისტმა სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით მოქალაქეს ყალბი დოკუმენტი დაუმზადა, თითქოსდა კონკრეტულ სასაფლაოზე ბაბუამისი იყო დასაფლავებული, რის შედეგადაც სამ ადგილიანი საფლავის მიღებას შეძლებდა. აღნიშნულის სანაცვლოდ კი მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 4600 ლარი.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 14 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.