"ოცნების" პროპაგანდას სიმართლე უნდა დავუპირისპიროთ" - სინდისის პატიმრების მშობლები გაზეთებს დღეს ბოლნისში დაარიგებენ
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები დღეს ბოლნისში ჩავლენ. დარიგდება პატიმრების წერილები და ადგილობრივებს პოლიტიკური მართლმსაჯულების შესახებ მოუყვებიან.
მშობლები ამბობენ, რომ მათი მთავარი მიზანია, პროპაგანდას შეეწინაღმდეგონ და მოსახლეობას გააგებინონ, რისთი სხედან რეალურად მათი შვილები ციხეში. მათი თქმით, "ქართული ოცნების" მთავარი საყრდენი ახლა სწორედ პროპაგანდა და დეზინფორმაციაა.
ორი იარაღით გვებრძვის: საკანონმდებლო შეზღუდვებით და ამავდროულად, პროპაგანდით, რომელიც, რეალურად, კარგად მუშაობს რეჟიმის მხრიდან. შესაბამისად, ჩვენც რაღაც უნდა დავუპირისპიროთ რეჟიმს. ეს არის ერთ-ერთი საშუალება, რომლის მეშვეობითაც ჩვენ მოსახლეობამდე მიგვაქვს სწორი, ობიექტური და ჭეშმარიტი ინფორმაცია. დღესაც გაააქტიურა რეჟიმმა სინდისის პატიმრების მიმართ შეურაცხმყოფელი და ტყუილი ინფორმაციების გავრცელება, - ამბობს ზურაბ ცეცხლაძე.