"გამარჯვება გარდაუვალია!" - რუსიკო კობახიძემ 3 დღიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა

16.11.25 14:19
"გამარჯვება გარდაუვალია!" - რუსიკო კობახიძემ 3 დღიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა

სამდღიანი პატიმრობა დასრულებულია - სამოქალაქო აქტივისტმა, სოვლაბის მკვლევარმა და 9 შვილის დედამ ციხე დატოვა. რუსიკო კობახიძეს იზოლატორთან ოჯახის წევრები და თანამებრძოლები დახვდნენ. 

რუსიკო კობახიძე ამბობს, რომ ბრძოლა არ გაჩერდება და "ოცნების" ხელისუფლებას საბოლოოდ დანებება მაინც მოუწევს. 

თუ ჩვენ იქ ვდგავართ 50 აკაცუკი 500 პოლიციელს რატომ აცდნენ ჩვენი გულისთვის? წყალს ვერ გადაკეტავ. აქ დაუდებ ბარიერს? სადღაც იპოვის გზას და გავა, ამიტომ წარმოუდგენელია, რომ მათ ეს პროცესი გააჩერონ და დაგვნებდნენ დროზე, ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია!, - ამბობს კობახიძე. 

ქალი აქტივისტი პირდაპირ ამბობს, რომ დღესაც რუსთაველის გამზირზე უწყვეტ პროტესტს შეუერთდება.  

მსგავსი სიახლეები