ვითარება ციხეებში - ექსპერტი დამოუკიდებელი მონიტორინგის აუცილებლობაზე მიუთითებენ

16.11.25 15:16
ვითარება ციხეებში - ექსპერტი დამოუკიდებელი მონიტორინგის აუცილებლობაზე მიუთითებენ

 

 

ვითარება ციხეთა სისტემაში - არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" წარმომადგენელი საპატიმროებში მონიტორინგის აუცილებლობაზე საუბრობს. ტატო ქელბაქიანის თქმით, მნიშვნელოვანია პენიტენციურში არსებული ვითარება, მათ შორის საკვების ვარგისიანობა და ჰიგიენური ნორმები, სახალხო დამცველმა და შესაბამისმა ორგანოებმა გააკონტროლონ. 

ამასთან, ქელბაქიანი ციხეში არსებულ მძიმე მდგომარეობას პატმრების მრავალრიცხოვნებასაც უკავშირებს.

ერთადერთი, რითაც შეგვიძლია, ჩვენ ეს გადავაზღვიოთ, ეს არის დამოუკიდებელი მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც ამ ახალმა ე.წ. სახალხო დამცველმა, ფაქტობრივად, მოშალა. სახალხო დამცველს და ასევე სხვა მონიტორინგის ორგანოებს შეუძლიათ ასევე სამზარეულოში შესვლა და ამ მდგომარეობის შეფასებაც, ჰიგიენის თვალსაზრისით, სინჯები აიღონ და ა.შ. , ამიტომ ზუსტად ამასთან გვაქვს საქმე, როდესაც კონტროლი იშლება და ხვდებიან ადამიანები, რომ არავინ პასუხს არ მოსთხოვს თუნდაც ამ გაფუჭებული საკვების ან ადამიანის შეურაცხყოფისთვის და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, უფრო და უფრო ღრმავდება და ამის სურატს ვხედავთ ჩვენ. ამსა დამატებული, ტვირთიც დაემატა სისტემას, გადატვირთულობაა განსაკუთრეიბთ მათ დაწესებულებაში, 500 მეტი პატიმარია, ვიდრე ლიმიტით არის გათვალისწინებული, ესეც საჯარო ინფორმაციია და ამიტომ, ესე დამატებით ქმნის პრობლემებს, - ამბობს ტატო ქელბაქიანი. 

გლდანის ციხეში არსებულ მძიმე პირობებზე პატიმრები ერთი მეორის მიყოლებით საუბრობენ - პრობლემებად სახელდება უვარგისი საკვები, არასწორი სამედიცინო მომსახურება და სავალალო ჰიგიენურ-სანიტარული მდგომარეობა.

სინდისის პატიმარი, რეზო კიკნაძე "შაბათის ეთერისთვის" გამოგზავნილ წერილში ციხეთა სისტემაში არსებულ მძიმე ვითარებას აღწერს

მისი თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში გათბობა ამ დრომდე არ ჩაურთავთ, ფანჯრიდან ცივი ჰაერი და ქარი შემოდის. 

პატიმრების ბრალდებებს დღეს პენიტენციურმა სამსახურმა განცხადებით უპასუხა, სადაც ამტკიცებდა, რომ მსგავსი პრობლემება ციხეთა სისტემაში არ არის.

მსგავსი სიახლეები