"სასოწარკვეთის და შიშის გამოვლინებაა" - დეა მეტრეველის თქმით, ციხეებში დიქტატურის შესახებ წიგნები აკრძალეს

16.11.25 17:26
"სასოწარკვეთის და შიშის გამოვლინებაა" - დეა მეტრეველის თქმით, ციხეებში დიქტატურის შესახებ წიგნები აკრძალეს

ციხეებში კონკრეტული საკითხავი ლიტერატურა აკრძალეს. ამის შესახებ ხელოვნებათმცოდნე დეა მეტრეველი საუბრობს.

მისი თქმით, წიგნი, რომელიც დიქტატურის შესახებ ყვება, საპატიმროებში აღარ დაიშვება. დეა მეტრეველი პირდაპირ ამბობს, რომ ამგვარი შესღუდვა მხოლოდ "ოცნების" ხელისუფლების შიშსა და სისუსტეზე მიუთითებს.  

რეჟიმმა გადაწყვიტა, საკითხავი ლიტერატურის ერთგვარი სია შეუდგინოს, რომლები წიგნები შეუძლიათ, რომ წაიკითხონ და რომლები - არა. ეს გახლავთ სასოწარკვეთის და შიშის ყველაზე კარგი გამოვლინება, როდესაც პოლიტიკურ პატიმრებს უკრძალავენ ამა თუ იმ ნაწარმოების წაკითხვას, გაცნობას და ეს შენ სისუსტეზე და სასოწარკვეთაზე მიუთითებს. სათაურშ სიტყვა "დიქტატურა" სასტიკად აკრძალულია. წიგნი, რომელიც დიქტატურის შესახებ მოგვითხრობს, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის დღევანდელ მოვლენებს ეხმაურება, სასტიკად აკრძალულია. 

მე ვურჩევდი რეჟიმის წევრებს, რომ არათუ წიგნებს ებრძოლონ და აკრძალონ, არათუ პატიმრებს შეუზღუდონ საკითხავი ლიტერატურა, არამედ თავად კარგად გაეცნონ ამ წიგნებს, რათა საკუთარი თავები კარგად დაინახონ და  კარგად ამოიკითხონ, თუ როგორია მოძალადე, სახედაკრული და ამავდროულად მშიშარა რეჟიმები და როგორ ამთავრებენ ასეთი რეჟიმები, - ამბობს დეა მეტრეველი. 

გლდანის ციხეში არსებულ მძიმე პირობებზე პატიმრები ერთი მეორის მიყოლებით საუბრობენ - პრობლემებად სახელდება უვარგისი საკვები, არასწორი სამედიცინო მომსახურება და სავალალო ჰიგიენურ-სანიტარული მდგომარეობა.

სინდისის პატიმარი, რეზო კიკნაძე "შაბათის ეთერისთვის" გამოგზავნილ წერილში ციხეთა სისტემაში არსებულ მძიმე ვითარებას აღწერს

მისი თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში გათბობა ამ დრომდე არ ჩაურთავთ, ფანჯრიდან ცივი ჰაერი და ქარი შემოდის. 

პატიმრების ბრალდებებს დღეს პენიტენციურმა სამსახურმა განცხადებით უპასუხა, სადაც ამტკიცებდა, რომ მსგავსი პრობლემება ციხეთა სისტემაში არ არის.

 

მსგავსი სიახლეები