"ვერ შეგვაშინებენ" - ნიკა კვიტატიანმა იზოლატორი დატოვა
ნიკა კვიტატიანმა იზოლატორი დატოვა. კოალიცია "ცვლილებების" წევრმა სამი დღე გაატარა ზაჰესში. ეს მისთვის უკვე მეორე პატიმრობაა. მას იზოლატორთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.
ნიკა კვიტეტიანი ამბობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების მმართველობას ისევ გააპროტესტებს და დღესაც რუსთაველის გამზირის პროტესტს შეუერთდება.
სასამართლოს და შსს-ს წარმომადგენელს იქვე ვკითხე, 21 ოქტომბერს როცა მე გზა გადავკეტე, 21 ოქტომბერსვე ეს იცოდნენ თუ არა. მათ დამიდასტურეს, რომ კი 21 ოქტომბერსვე ეს ცნობილი იყო, მაგრამ ჩემი დაკავება წინაზე მოხდა 23 ოქტომბრით და სამი დღის წინ შემაბრუნეს 21 ოქტომბრით. ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ აწვალონ ადამიანები და როცა წაადგება საქმეს, მაშინ დააკავონ ეს ადამიანები. რა თქმა უნდა, ამით ვერ შეგვაშინებენ, ვერ დაგვღლიან. პირიქით, დასვენებული გამოვდივარ, ორ კვვირაში ერთხელ მიწევს 3 დღე აქ შესვლა, გამოძიენბული, წიგნს ვკითხულობ, გამოვდივარ, ისევ აქციაზე ვდგავარ და რავიცი, ამით რისი შეცვლა უნდათ, ვერ ვხვდები, - ამბობს კვიტეტიანი.