მატლიანი საკვები, სიცივე და ანტისანიტარია - რა ხდება ციხეთა სისტემაში და რას ამტკიცებს პენიტენციური

16.11.25 20:01
მატლიანი საკვები, სიცივე და ანტისანიტარია - რა ხდება ციხეთა სისტემაში და რას ამტკიცებს პენიტენციური

გლდანის ციხის პატიმრები გაუსაძლის პირობებზე ალაპარაკდნენ: მათი თქმით, საკვებში მატლებს ნახულობენ, კამერებში გათბობა არ არის და ღამით თბილი ტანსაცმლითა და ქუდებით სძინავთ. მათივე ინფორმაციით, ექიმთან მისვლა თვეობით ჭიანურდება, ჰიგიენური პირობები სავალალოა, ხოლო წიგნებზე, სადაც დიქტატორებზეა საუბარი, ცენზურა მოქმედებს. ერთ-ერთმა პატიმარმა, არჩილ მუსელიანმა, ადვოკატს პირადად აჩვენა ის ულუფა, რომელსაც ციხის ადმინისტრაცია პატიმრებს აძლევს.

სკანდალური ამბების გავრცელების შემდეგ პენიტენციური სამსახური თავდაცვით რეჟიმზეა - უწყებამ ბოლო 24 საათში უკვე ორი განცხადება გაავრცელა. უწყება ნაცვლად იმისა, პრობლემებზე რეაგირებდეს, "ტვ პირველს“ და სხვა მედიას „კრიტიკულად გაშუქებისთვის“ აკრიტიკებს. პენიტენციური ამტკიცებს, რომ პატიმრები ექიმების მიერ შედგენილი მენიუებით იკვებებიან და კალორიული ნორმები ზუსტად არის გათვლილი.

გლდანის ციხეში შექმნილი ვითარება კარგად იცის გიორგი ახობაძემ - სინდისის ყოფილმა პატიმარმა განაცხადა, რომ მზად არის „ქართული ოცნების“ ნებისმიერ წარმომადგენელთან ერთად შევიდეს პენიტენციურ დაწესებულებაში და საზოგადოებას აჩვენოს, რა პირობებში ამყოფებს ხელისუფლება პატიმრებს.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.