დავა სკოლის საკუთრებისთვის - დამფუძნებელი ინვესტორებს თაღლითობაში ადანაშაულებს
ბრიტანულ–ქართულ აკადემიაში კონტროლის გამო კონფლიქტი გამწვავდა. სკოლის დამფუძნებელი ნათია ჯანაშია ამტკიცებს, რომ ორ ბიზნესმენს, ირაკლი გილაურს და გიორგი კეთილაძეს, დიდი ინვესტიციის დაპირებით, სასწავლებლის 70%-იანი წილი მნიშვნელოვნად დაბალ ფასად გადასცა. მისი თქმით, ინვესტორებმა შეთანხმება არ შეასრულეს.
დოკუმენტით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, ინვესტორებს საკუთარ მიწებზე ახალი კამპუსები უნდა აეშენებინათ და ეს ტერიტორიები სკოლის დამფუძნებლისთვის გადაეცათ, თუმცა ეს არ განხორციელდა.
მთავარი პროკურატურა საქმეს თაღლითობის მუხლით უკვე ერთი თვეა იძიებს, თუმცა ჯანაშიას დაზარალებულის სტატუსი ჯერ კიდევ არ აქვს მიენიჭებული.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.